Thursday, 30 July 2020

ნოდარ თოთაძე

პროფესორ ცირა ბარამიძის CV

 ბ ა რ ა მ ი ძ ე   ც ი რ ა   რ ე ვ ა ზ ი ს   ა ს უ ლ ი  - ენათმეცნიერი

ORCID – 0000-0002-90008-3772

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (Hab.), სპეციალობა - მთის იბერიულ-კავკასიური ენები. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკად. წევრ-კორ. გ. კვარაცხელია. კვლევის თემა: თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები. 

ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო   კ ვ ლ ე ვ ი ს   ს ფ ე რ ო ე ბ ი ა:  იბერიულ-კავკასიური ენები (დაღესტნური, ქართველური...), მათი მორფონოლოგიის, ფონოტაქტიკისა და მორფოსინტაქსის საკითხები, სემანტიკური ველები, სინტაქსის ზოგადი და კერძო პრობლემატიკა, ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიური ანალიზი, ენობრივი სიტუაცია კავკასიაში და კავკასიის ენათა ფუნქციონირების საკითხები, კავკასიის დამწერლობების საკითხები ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ასპექტებში, კავკასიის გეოპოლიტიკისა და კულტურულ-ცივილიზაციური კვლევები,  კავკასიის კონფლიქტების საკითხები, მშვიდობის მშენებლობა კავკასიაში.

ა კ ა დ ე მ ი უ რ ი  თ ა ნ ა მ დ ე ბ ო ბ ა  - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პ რ ო ფ ე ს ო რ ი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

 

ცირა ბარამიძე დაიბადა 1962 წლის 16 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუში.

Ø 1979 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუს საშუალო სკოლა.

Ø 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით

Ø 1990 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაღესტნურ ენათა მიმართულებით „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში“

Ø  1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში სოლო სიმღერის სპეციალობით  ნოდარ ანდღულაძის კლასში

Ø 1986-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად

Ø 1990 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია:

Ø 1990 – 2002 წლებში - კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი

Ø 2002 – 2006 წლებში - ამავე კათედრის პროფესორი

Ø  2006 წლიდან დღემდე - კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი  და ხელმძღვანელი

Ø 2005 – 2007 წლებში - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის პროფესორი

Ø 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

ცირა ბარამიძეს აქვს 30 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი. თსუ-ში ის უძღვება სასწავლო კურსებს კავკასიოლოგიის ქართულ და რუსულ სექტორებზე ბაკალავრიატში:

1. შესავალი კავკასიოლოგიაში (ქართ., რუს.) 

2. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება (ქართ., რუს.) 

3. თაბასარანული ენა (ქართ., რუს.)

4. აზერბაიჯანის მცირერიცხოვან ხალხთა ენები (ქართ., რუს.) 

5. ენათმეცნიერების შესავალი (რუს.) 

6. ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თეორიული კურსი (ქართ., რუს.) 

7. ქართული ენის თეორიული გრამატიკის კურსი (ქართ., რუს.)

8. ენობრივი სიტუაცია კავკასიაში (ქართ., რუს.)

 

მაგისტრატურაში:

1. იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი გრამატიკა (მორფოლოგია)   (ქართ., რუს.) 

2. იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი გრამატიკა (სინტაქსი)   (ქართ., რუს.) 

3. კავკასიის არეალური ლინგვისტიკა    (კომპარატივისტიკა, ტიპოლოგია, ენობრივი კონტაქტები)    (ქართ., რუს.) 

4. თაბასარანული ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ქართ., რუს.) 

5. თაბასარანული ენა (ქართ., რუს.) 

6. აზერბაიჯანის რელიქტური ენები (ქართ., რუს.) 

7. ფონოტაქტიკის წესები იბერიულ-კავკასიურ ენებში  (ქართ., რუს.) 

8. ბასკურ-კავკასიური ლინგვოკულტუროლოგიური ურთიერთობები (ქართ., რუს.) 

 

კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი  საბაკალავრო პროგრამისთვის მოამზადა სასწავლო კურსები:

1. Introduction in Caucasiology (Ing.) – BA

2. Tabasaranian Language (Ing.) – BA

3. Language situation in the Caucasus (ing.) – BA

4. Iberian-caucasian linguistics (Ing.) – BA

5. Georgian Language (Ing.) – BA

2015 წელს პროფესორ ცირა ბარამიძის ხელმძღვანელობით მომზადდა ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ - ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კავკასიოლოგია“   გათვლილია ძირითადად უცხოელ სტუდენტებზე, კერძოდ, კავკასიელი ხალხების დიასპორების წარმომადგენლებზე, რომელთაც აქვთ დიდი ინტერესი, ისწავლონ კავკასიოლოგიის მიმართულებით თსუ-ში, ასევე ნებისმიერ მსურველზე. პროგრამა არ არის წარმოდგენილი მოდულებად, განსხვავებით ქართულენოვანი და რუსულენოვანი პროგრამებისაგან. ლინგვისტური და ისტორიული მოდულების შეერთებით წარმოდგენილი პროგრამა გათვლილია კავკასიოლოგის კომპეტენციაზე საბაკალავრო დონის მიხედვით; ერთ-ერთი კავკასიური ენის სიღრმისეული ცოდნა განისაზღვრება 25 კრედიტიანი პროგრამით.  

ცირა ბარამიძე ეწევა სასწავლო-მეთოდურ საქმიანობას, გამოსცემს სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს:

Ø „თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები“  (2009) - დამხმარე სახელმძღვანელო საგანში „თაბასარანული ენა“ 1 (MA)

Ø Фонематическая структура табасаранского языка (2009) - დამხმარე სახელმძღვანელო საგანში „თაბასარანული ენა“ 1 (MA) რუსული პროგრამისთვის

Ø „ენობრივი სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ (2013) - დამხმარე სახელმძღვანელო საგანში „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“ (BA)

Ø „კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე (2016) - დამხმარე სახელმძღვანელო საგანში „შესავალი კავკასიაში“ (BA)

Ø Кавказ на перепутье времени и пространства (2019) - დამხმარე სახელმძღვანელო საგანში „შესავალი კავკასიოლოგიაში (გამოსცა გერმანულმა აკადემიურმა გამოცემამ Lambert) რუსული პროგრამისთვის (BA)

 

სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობა:

არის 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის   (სტატია რეცენზირებად,  საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები (Proceedings)  და სხვ.) ავტორი;

არის ავტორი მონოგრაფიებისა:

1. ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში - Цветообозначающая лексика в табасаранском языке (2009);

2. „თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები“  (2009), გამოიცა რუსულადაც  Фонематическая структура табасаранского языка (2009);

3. ენობრივი სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში (2013);

4. კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე (2016) - Кавказ на перепутье времени и пространства (2019);

5. დამწერლობები კავკასიაში 2020  - (იბეჭდება);

6. საქართველოს გზა (ინტეგრაციის თეორიული კონცეპტები) 2020 - იბეჭდება. 

ცირა ბარამიძე არის  100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. მონაწილეობს საგრანტო-სახელშეკრულებო პროექტებში; არის არაერთი ინოვაციური სამეცნიერო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი (მათ შორის - იბერიულ-კავკასიური ეტიმოლოგიური ლესიკონისა);

2020 წელს ERC-ის კონსოლიდატორ გრანტის კონკურსში თსუ-ს სახელით საფრანგეთის ეროვნული კვლევების ცენტრთან ერთად წარადგინა საპროექტო წინადადება Encyclopedia of the Caucasus - Database (In English, Russian, Georgian)”.

პროფესორი ცირა ბარამიძე თანამშრომლობს კავკასიის რეგიონისა და უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან  (30-ზე მეტი) კავკასიოლოგის მიმართულებით საერთაშორისო სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანისა“ და კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესების ფორმატში:

ცირა ბარამიძე არის კავკასიოლოგიის მიმართულების არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს რედაქტორი (2016-2017 ც. ბარამიძის ხელმძღვანელობით გამოსაცემად მომზადდა არნ. ჩიქობავას „ენათმეცნიერების შესავალი“ რუსულ ენაზე (ახალი თარგმანი, მთარგმნელი პროფ. ირინა კაპანაძე, გამოიცა 2019 წელს; 2010 – 2016 წლებში ც. ბარამიძის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოსაცემად მომზადდა და გამოიცა მ. ქურდიანის  კაპიტალური მონოგრაფია „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“ რუსულ ენაზე  (2016) 573 გვ.) და სხვა. 

ცირა ბარამიძე აქტიურად კითხულობს საჯარო ლექციებს „კავკასიურ სახლში“.

სამეცნიერო საზოგადოების, აკადემიების, სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების და ა.შ. წევრობა:

Ø 2002 – 2006 : არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი;

Ø 2006 - დღემდე  :  ფაკულტეტის საბჭოს წევრი;

Ø 2006 – 2013  : თსუ სენატის წევრი;

Ø 2009 - დღემდე : საერთაშორისო სამენოვანი ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანი“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალის დამაარსებელი;

Ø არნ. ჩიქობავას შრომების 14-ტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, XII ტომის რედაქტორი;

Ø 2006 - დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი;

Ø 2006 - დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო  საბჭოს კავკასიოლოგიის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე.

Ø პროფესორი ცირა ბარამიძე 2018 წლიდან არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის Balkan and Black Sea Studies რედკოლეგიის წევრი;

Ø  რფ-ის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალის „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“  სამეცნიერო კოლეგიის წევრი.

Ø ცირა ბარამიძე არის 40-ზე მეტი  სამეცნიერო ლიტერატურის (წიგნის) რედაქტორი  კავკასიოლოგიის მიმართულებით.

Ø 2006 წელს ორი კათედრის (კავკასიურ ენათა კათედრა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა) გაერთიანებით დაარსა კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, შექმნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების (ლინგვისტიკა და ისტორია) ინტერდისციპლინური საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ქართულენოვანი და რუსულენოვანი სწავლებისათვის, პირველად კავკასიოლოგიის სწავლების მეთოდოლოგიაში გამოიყენა ასევე კროსდისციპლინური მეთოდი;

Ø 2007 წელს დაარსა „კავკასიოლოგთა  საერთაშორისო კონგრესი“, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება; მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა  5 კონგრესი

Ø 2008 წელს გამოსცა სამ ენაზე საიუბილეო გამოცემა „არნოლდ ჩიქობავა - კავკასიის დიდი შვილი“

Ø 2008 წელს გამოსცა   არნ. ჩიქობავას სახელმძღვანელო „იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია“

Ø 2009 წელს დაარსა საერთაშორისო სამენოვანი სამეცნიერო რეცენზირებადი ყოველწლიური ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“ (გამოიცა 10 ნომერი)

Ø 2009 წელს ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ერგატივი და ერგატიული კონსტრუქცია მსოფლიოს ენებში“

Ø 2012 წელს აზებაიჯანისა და თურქეთის სამეცნიერო ცენტრებთან ერთად ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“

Ø 2013 წელს გამოსცა ტრიპლეტი ,,კავკასიურ ენათა კათედრა’’ 80-წლისაა (სამ ენაზე), თსუ გამომცემლობა

Ø 2015 წელს მესტიაში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიური ცივილიზაცია - ინტერდისციპლინური კვლევები“

Ø 2015- ც. ბარამიძემ მოამზადა და გამოსცა ბუკლეტი: ნათელა ქუთელია - პროფესორი, მოქალაქე

Ø 2015 - ც. ბარამიძემ მოამზადა დოკუმენტური ფილმი ნათელა ქუთელია - პროფესორი, მოქალაქე

Ø  მოამზადა კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ამოქმედდება მომდევნო (2021)  წლიდან

Ø 2018 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომისტეტის სხდომაზე  წაიკითხა მოხსენება „კავკასიოლოგიის დარგის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“  

Ø 2018  წლის 17 დეკემბერს ჩაატარა შეხვდრა ჩერქეზ მხატვარსა და მწერალთან, თეუჩეჟ ყატისთან

Ø 2018 - მოამზადა დოკუმენტური ფილმი - ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი

Ø 2018 წელს ჩაატარა სტუდენტური კონფერენცია - „კონფლიქტები კავკასიაში - გადაწყვეტის ალტერნატიული პერსპექტივები“

Ø 2020 წელს დაარსა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი Caucasian Studies in Linguistics” (დასრულებულია 1-ლი ნომერი)

Ø 2020 წლის 21 ივლისს ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კავკასიის რეგიონი - გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საფრთხეები“ (თან ახლდა ზულ-პლათფორმაც), კონფერენცია მიეძღვნა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს აზერბაიჯანის თავუზის რაიონში. კონფერენციის მონაწილეებმა კომუნიკეთი მიმართეს ხელისუფლებას (https://www.youtube.com/watch?v=hYTEe_NMiGA&feature=youtu.be&fbclid=IwAR3BIndTPQF5d6jOciVWRAWwT2CP5MA-99kENnpk78r8fwN5wfY3pux8SUQ 

Ø 2016-დან დღემდე  არის საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს წევრი.

Ø ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


29.07.2020 

 

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.