Monday, 25 March 2019

ნოდარ თოთაძე

ქართული პარლამენტარიზმის მარცხი


ქართული პარლამენტარიზმის მარცხი

კ ა ლ ე ნ დ ა რ ი  2 0 1 9 წ ლ ი ს  1 9 მ ა რ ტ ს  ა ჩ ვ ე ნ ე ბ ს... 

შეუზღუდავი ძალაუფლებების მომხრეებმა „გაიმარჯვეს“ - ძვირფასო საზოგადოება, ეს არ გეგონოთ თამარის ეპოქა და ყუთლუ-არსლანის „კარავი“ (ინგლისში თავისუფლების ქარტიის მიღებას“ რომ უსწრებდა წინ); ეს დღევანდელი საქართველოა და მისი პარლამენტი. თუ მაში
ნ მეფე იძულებული გახდა თავისი სათათბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქციები გაეზარდა, დღეს ეს წყალობა არ მიუღია პარლამენტს და
 მანაც უდრტვინველად შეასრულა დავალება. დღეს სახელმწიფო სახეს კარგავს ამგვარი ქმედების წყალობით, დღეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა, რომლის მომდევნო გვერდი ვერ იქნება უმტკივნეულო.

საბჭოთა ოკუპაციამ შეაჩერა ეროვნული საბჭოს საფუძველზე ჩამოყალიბებული დამფუძნებელი კრება, საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას რომ ეწეოდა, მის მიერვე მიღებული საქართველოს კონსტიტუციით რომ იქნა განსაზღვრული. დღეს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის რეგლამენტის „ოკუპაცია“ განხორციელდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელით და „შეჩერდა“ კონსტიტუციური წესრიგის საათის ისრები. ეს ძალზე სახიფათოა. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ განახლებულმა საპარლამენტო ცხოვრებამ, საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში. დღეს საქართველოში აღარ არის პოლიტიკა და ასეთ შემთხვევაში აღარ არის პარლამენტის ადგილი. ეს კი ძალზე საშიშია ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისთვის. ასეთი პარლამენტი ვერც მთავრობას გააკონტროლებს და ვერც სხვა უფლებამოსილებას განახორციელებს. 

საქართველო კავკასიაშია, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, და საქართველოს, სამწუხაროდ, ისტორიისა და თანამედროვეობის ავბედითობით ჰყავს ისტორიული და თანამედროვე დიასპორა. თუ კი რომელიმე კომიტეტისადმი არის დიდი საერთაშორისო ინტერესი, ეს სწორედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტია. მისი მუშაობა კონსტრუქციულია, რეზონანსული და აგებული ეროვნული სახელმწიფოს გაძლიერების ინტერესების საფუძველზე. ჩემთვის მიუღებელია ამ კომიტეტის მუშაობის დამცრობა-დაკნინება, როგორი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეთ - პიროვნული თუ გლობალური, რომ სწორედ ყელში ეჩხირება მავანს და მავანს ეს წარმატებები. იგი შეიძლება მიუღებელი იყოს მხოლოდ იმისთვის, ვისთვისაც ქართული სახელმწიფო კავკასიის რეგიონში დემოკრატიის რეციდივია. ამ კომიტეტის საქმიანობაში განსაკუთრებული დადებითი წვლილი შეიტანა ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ გუნდური მუშაობის პრინციპით, შორსმჭვრეტელობითა და პრობლემურ საკითხთა აქტუალიზაციით და ვერ შევეგუები „უმაღლესი კანონმდებლისაგან“ ასეთ უსამართლო, უაპელაციო განაცხადს.
ფრთხილად, პარლამენტის წევრებო და, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარევ! წინ საქართველოა, ბეწვის ხიდზე გასასვლელი, შეჭირვებული და ხშირად ღირსებააყრილი!

პროფესორი ცირა ბარამიძე
კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

ნოდარ თოთაძე

About ნოდარ თოთაძე -

Author Description here.. Nulla sagittis convallis. Curabitur consequat. Quisque metus enim, venenatis fermentum, mollis in, porta et, nibh. Duis vulputate elit in elit. Mauris dictum libero id justo.