ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ინიციატივას, ჩეჩნეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით თსუ–ს კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძე მკაცრი მიმართვით პასუხობს.
"ერთი შეხედვით მომხიბვლელი ჩანს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის საავტომობილო გზის მშენებლობის ინიციატივა, წამოყენებული ჩეჩნეთის მეთაურის ბატონი კადიროვის მიერ. რომ არა პოლიტიკური კამუფლაჟი და ტექსტის ქვეტექსტი. ნეტავი, მართლა ის რეალობა იყოს, რომ ჩეჩენსა და ქართველ ხალხებს შეეეძლოთ აშენება ძმობისა და მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლიანობის გზისა. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, არც ჩეჩენს ეკუთვნის თავისთავი და არც ქართველს. ორივე მხარე დღემდე რუსეთის პოლიტიკურ დაფაზეა (ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. – რედ.). ეს გზაც მხოლოდ მის ინტერესებს მოემსახურება. დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ გზის სტატუსი ვერ განისაზღვრება როგორც გზა საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის; ეს იქნება გზა რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლის ინიციატორიცა და აღმსრულებელიც რუსეთია. ჩეჩნეთი აქ მხოლოდ საშუალებაა. ეს თავადაც მოგეხსენებათ. ჩემთვის მიუღებელია გზა, რომლისგანაც ტანკის მოლოდინი უფრო გვექნება, ვიდრე კეთილისმყოფელისა. მზაკვრული ჩანაფიქრია „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის რაკურსით. ერთი მხრივ, რატომ არ უნდა გვინდოდეს მოძმე ჩეჩნეთთან უმოკლესი გზა. ჩვენ (ქართული და ჩეჩნური მხარე) ძალზე მარტივად ვიქნებით გამოყენებული მესამე ძალის ჩანაფიქრის განსახორციელებლად. არ ვიცი, თქვენ როგორი პრიზმით ხედავთ ისტორიას, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა. კავკასიის ხალხებს ერთი ისტორია აქვს და, ვფიქრობ, ერთ მომავალზე უნდა ფიქრობდეს. ქართველი ერი სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მოძმე ვაინახ ხალხთან. ამას ვერ წაშლის ვერანაირი გეოპოლიტიკური სტრატეგიები. ჩეჩნეთი, დღეს როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არაა დამოუკიდებელი ამგვარ გადაწყვეტილებებში.
ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა მოყვარისათვის. ჩემი სახლისა და გულის კარიც ღიაა ჩემი ჩეჩენი კოლეგებისა და მეგობრებისათვის. მობრძანდით, როცა გენებოთ და ვიდრე დრო არ დადგება, ამ ვიზიტისათვის გამოყავით 3 საათით მეტი, ვიდრე 50 წუთია. რუსეთმა, სამწუხაროდ, თავად მოსპო რეალური საზღვარი ლესელიძესა (აფხაზეთში) და როკის გვირაბზე (რადგან ეს ტერიტორიები ოკუპირებულია მის მიერ). რუსეთის კეთილი ნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში (დეოკუპაცია) ეს ორი საზღვარი ამოქმედდება და რუსეთს აღარ ექნება საქართველოსთან საზღვრის ნაკლებობის განცდა, არც დაღესტნის მხრიდან საზღვრის გახსნის საჭიროება დადგება მოცემულ ეტაპზე. საქართველომ გახსნა ლარსის საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის (ჩემი ინიციატივაც იყო), აამოქმედა უვიზო რეჟიმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას რუსეთის მხრიდან ანალოგიური ქმედება არ მოყოლია. ეს კი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვიზღუდავს ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სხვა სუბიექტებში გადაადგილების შესაძლებლობას, თანამშრომლობას კავკასიელ და რუს კოლეგებთან.
მწარეა განცდა, როცა გზა 21-ე საუკუნეში ასოცირდება ტანკთან და შიშთან, ბატონო ჩეჩნეთის პრეზიდენტო!"
Схьа-гарехь хаза хета Нохчийнчоьнан президентан Рамзан Кадырован инициатива, нохчийчоьнан машенан некъ гуьржийчоьнах схьатохарех лаьцна, оцу некъан коьрта Iалашо боккъалла а вайн къаьмнийн йукъехь йолу зIенаш чIагIяр делахь. Делхьар-кх и ишта, йелхьар-кх вай къаьмнаш вовшех тоха, вайн гергарачу къаьмнашна йукъе дика зIе тасса а, безам-марзо лелада а аьтто, амма цхьаъ ду, тахана я нохчо а вац шен къоман да хил вуьтуш, я гуьйрже а.
Вай ши къам оцу оьрсиш ловзош, хьийзош лаьтташ ду, и некъ а церан интересс йолуш хир ю.. Карарчу хенахь гуьржийчоьнан лаьтташ ду гIазкхиш дIадаьхна, оккупаци йина. И некъ хир бац гуьржийн-нохчийн некъ, иза гIазкхийн - гуьржийн некъ хир бу, инициаторш гIазкхий а болуш. Нохчийчоь цIе алар бахьан ду цар лелош - иза нохчийн-гуьржийн некъ бу бохуш, амма иза бакъ дац. Иза шуна а гур ду. Рамзан Ахмадович, суна а, тхуна а оьшуш бац и некъ, оц некъехула хIорачу дийнахь г1азкхийн танк лелар ю тхуна кхерам а болу, хIара чIогIа питан долш Iалашо йу оц гIазкхийн. Ойла ян тарло, хIунда оьшур бац тхуна тхайн вежарийн махка боьду боца некъ. Амма, вай ( нохчий а, гуьржий а ) ловзо атт хир ду царна, цу кхоалгIачу агIонан, боьхачу Iалашонан. Суна хаац, хьуна муха го вайн истори, амма хIара вайн цаезашйолу реальность ю.
Кавказан къаьмнийн цхьа истори йу, суна схьахетарех, вайна кхане цхьаьна а хила еза, вай цунах ойла ян а еза. Гуьйржийн къам вайнехан къомац марзо а, безам а болуш тассделла ду, и безам вай дагчура цхьа а геополитикан стратегиш дIабойур болуш бац. Нохчийчоь тахан ГIазкхийн Федераци йукъахь йогIуш йу, цундела цо и санна болу сацамаш ша ца бо. Тхан мехкан неI гуттар а йиллина ю тхоьца безам болу массо а стагана. Сан цIийнан неIарш сан нохчийн колегашна а, доттагIашна а гуттар йиллина ю. Шаьшн дахка лууча хенахь шуна дахка маршо йу, хIокх хьошалх дахк 50 минот а ца йуьтуш, 3 сахьт лаха деза, оц хенахь некъ бич тоьар ду.
Гiазкхиша, халхетахьа а, шаьш йохийра дозан посташ Леселидзера а (Абхази), Роки тоннельера а, хIунда аьлча, цара и латтанаш тхоьгар д1а а даьхна, оккупаци йира. ГIазкхийн лаам хуьлахь, дуненйукъер организациш шаьшк доьхушдерг цара кхочушдойхь, тIакха хIара ши некъ маьрша бера бу, хало а хийр яц. Гуьржийчоьно Ларсер пост схьаъйиллина, нах виза йоцуш гуьйржехь лела (са инициатива а яр иза), амма, вукха агIоне оьрсиша тхуна цу тайппа жуоп ца делира. Цундела, тхуна я кавказан къаьмнашцахь йукъаметтиг лело а, цера субъекташкахь маьрш лела а хала ду. Хала ду 21 бIешарашкахь некъ баккхарах, танк гучер йу бохуш кхеруш хилар, лараме нохчийчоьнан Президент, Рамзан Ахмадович!