წიგნი "კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე" მკითხველს გააცნობს კავკასიის ხალხთა ისტორიის ცვლის დინამიკას, მიზეზებს, შედეგებსა და პერსპექტივებს, კავკასიის რეგიონალიზაციის მთავარ ვექტორებს (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, კულტურულ-ცივილიზაციური); გააცნობს აგრეთვე ისტორიულ და თანამედროვე წინაღობებს, რომლებიც გააჩნდა და გააჩნია დღესაც კავკასიის ინტეგრაციას, ამ წინაღობათა დაძლევის ისტორიულ კანონზომიერებებს; კავკასიის თვითმყოფადობის გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობებს.