1)როგორ შეაფასებდით
უნივერსიტეტში
მიმდინარე
პროცესებს
10 მარტიდან
რექტორის
გადადგომამდე?
უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები ერთგვარი
ანარეკლია ქვეყანაში
არსებული პოლიტიკური
ვითარებისა. ქვეყანაში
პოლიტიკური დუღილის
ტემპერატურის ზრდასთან
ერთად უნივერსიტეტში დაძაბულობა
იზრდება, ასეა
უკანასკნელი ათწლეულის
მანძილზე. ამგვარი
მიზეზ-შედეგობრივი
პირდაპირპროპორციულობა გვაფიქრებს
უნივერსიტეტის მომავალზე,
რადგან ბოლო
სამი რექტორიდან
ვერც ერთმა
თავისი უფლებამოსილების ვადა
ვერ შეასრულა.
მიმაჩნია, რომ
ნებისმიერმა ხელისუფალმა
უნდა გამოიჩინოს
პოლიტიკური ნება,
რათა უნივერსიტეტს
მიენიჭოს ავტონომიურობა არა
მარტო დეკლარირებულად (დღეს
ესეც არ
გვაქვს), არამედ
რეალურადაც შეძლოს
საუნივერსიტეტო სივრცემ
განახორციელოს ჭეშმარიტი
ავტონომია - ჰორიზონტალური და არა
ვერტიკალური მართვა
(მართვა ზემოდან).
უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები 10 მარტიდან
რექტორის გადადგომამდე
ასახავს უნივერსიტეტის მართვის
ორგანოების არაეფექტურობასა და
არაკონსტრუქციულობას.
ამიტომ პასუხისმგებლობას რექტორთან
ერთად უნდა
იზიარებდნენ მართვის
ორგანოები და
გაიზიარა კიდეც
აკადემიურმა საბჭომ.
მიმაჩნია, რომ
უნივერსიტეტში განხორციელებული რექტორის
გადაყენების მცდელობების
ვულგარული ფორმები
ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო გარემოს
და უნივერსიტეტის იდეას
ზოგადად, მაგრამ
მიმაჩნია, რომ
ამგვარ ვითარებას
ჰქონდა შესაბამისი
წინაპირობები: 1. უნივერსიტეტის მართვის
ორგანოების ინერტულობა
და არაადეკვატური რეაგირება
შექმნილ სიტუაციაზე;
2. უნივერსიტეტის მართვის
ორგანოების არაეფექტური
მუშაობა; 3. პროფესურის ინერტულობა
უნივერსიტეტის ბედისადმი
და საკანონმდებლო ცვლილებების
ინიციატივის განუხორციელებლობა; 4. სტუდენტთა
პოლარიზება, გამომდინარე
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან; 5. პოლიტიკური
ნების უქონლობა
საგანმანათლებლო სივრცეში
საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების
განსახორციელებლად;
შეიძლებოდა
ბოლო არგუმენტით
დაგვეწყო, მაგრამ
მიმაჩნია, მხოლოდ
პოლიტიკური ნება
არ უნდა
იყოს გადამწყვეტი;
პროფესურა თავად
უნდა ქმნიდეს
თავის სასწავლო-სამეცნიერო გარემოს
და იბრძოდეს
ძველი, საბჭოური
ცნობიერების შესაცვლელად
საბჭოთა კავშირის
დანგრევიდან 25 წლის
შემდეგ მაინც.
რაც
შეეხება სტუდენტების
მიერ ინიცირებულ
ქმედებებს, შეიძლება
მათი გამოხატვის
ფორმები არის
მიუღებელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის, მაგრამ
ისინი არიან
მოტივირებული ცვლილებებისათვის. მათ
პოლარიზაციაში ერთგვარად
აისახა ძველისა
და ახლის
ჭიდილი და,
ვფიქრობ, საღი
აზრი გაიმარჯვებს
იმგვარად, რომ
არ შეილახება
კიდევ ერთხელ
უნივერსიტეტის ღირსება.
მივესალმები სტუდენტების
აქტივობას, მაგრამ,
ამავდროულად, მივმართავ
მათ თხოვნით
- გაუფრთხილდნენ კავკასიის
პირველი ეროვნული
უნივერსიტეტის სახელს
და ნებისმიერი
დაპირისპირება კონსტრუქციული, არგუმენტირებული დიალოგით
გადაწყვიტონ. უნივერსიტეტი
პროფესურისა და
სტუდენტობის ერთობაა
ცოდნის შენახვის,
გადაცემისა და
ახალი ცოდნის
გენერირების საქმეში.
გახსოვდეთ, ჩვენ
არა მარტო
საქართველო, არამედ
რეგიონის ყველა
ქვეყანა გვიცქერს.
2)როგორ
გესმით
უნივერსიტეტის
ავტონომია?
უნივერსიტეტი
თავისი არსით
საზოგადოებრივი ინსტიტუციაა
და თუ
საქართველო აშენებს
სამოქალაქო საზოგადოებას,
თუ ჩვენ
გადავდგით ნაბიჯები
ავტოკრატიული მმართველობიდან დემოკრატიისაკენ, მაშინ
უნივერსიტეტი პირველი
უნდა დაადგეს
ამ გზას.
აკადემიურმა საზოგადოებამ
ერთხელ და
სამუდამოდ უნდა
უარყოს პოლიტიკური
ზიგზაგები, ამა
თუ იმ
პოლიტიკურ ძალაში
გამოსავლის ძიება,
უნივერსიტეტის პოლიტიკური
პოლარიზება; უნდა
მოახდინოს თვითორგანიზაცია უნივერსიტეტის მთავარი
იდეის (თავისუფალი
აკადემიური გარემო)
განსახორციელებლად. უნივერსიტეტი
უნდა იცავდეს
ეროვნულ და
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს,
თავისუფლებას, აკადემიზმს,
ფუნდამენტურობას, ინოვაციურობას. უნივერსიტეტის აკადემიური
საზოგადოების ცნობიერებიდან უნდა
გაქრეს ხელისუფლებაზე ორიენტირების
განწყობა. ეს
ვნებს თავად
ხელისუფლებასაც და
უნივერსიტეტსაც. უნივერსიტეტის პროფესურის
მოტივაცია უნდა
იყოს, თავად
მართოს უნივერსიტეტი.
ეს არის
ავტონომია. თუ
ჩვენ თანამიმდევრულად გავატარებთ
ქვემოთ ჩამოთვლილ
საკანონმდებლო ცვლილებებს,
თუ რეტროგრადული
გადაწყვეტილებების ნაცვლად
პროგრესულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ,
თუ შევცვლით
მიდგომას ვერტიკალური
მართვიდან ჰორიზონტალურ
მართვაზე გადასასვლელად, მაშინ
რეალური ავტონომიაც
არ დააყოვნებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში
უნივერსიტეტი სტაგნაციას
მიეცემა. უნივერსიტეტის დაარსების
100 წლის თავს მაინც
შევხვდეთ ავტონომიური
უნივერსიტეტით, ისეთით,
როგორიც შექმნეს
იგი მისმა
დამაარსებლებმა.
პროფესორებო
და სტუდენტებო,
ერთად შევცვალოთ
მომავალი!
3)რა
იქნება
პირველი
ნაბიჯები
თქვენი
რექტორის
მოვალეობის
შემსრულებლად
არჩევის
შემთხვევაში?
ცვლილებებისათვის ჩვენ
ერთად უნდა
ვიმუშაოთ. რექტორის
მოვალეობის შემსრულებლის
თანამდებობაზე არჩევის
შემთხვევაში ჩემი
სამუშაო კაბინეტის
კარი ყოველთვის
ღია იქნება
ნებისმიერი პროფესორისა
და სტუდენტისათვის, ყველასთვის,
ვისთვისაც ძვირფასია
უნივერსიტეტი და
ვინც იზრუნებს
მისი შელახული
ღირსების აღსადგენად.
არსებული
ვითარებიდან უნივერსიტეტის გამოსაყვანად
საჭიროა კრიზის-მენეჯერული მიდგომა
იმგვარად, რომ
უნივერსიტეტში არ
შეფერხდეს მთავარი
- სასწავლო პროცესი.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის სამოქმედო
ვადა, რა
თქმა უნდა,
არ იძლევა იმის
შესაძლებლობას, რომ
გრძელვადიანი სამოქმედო
გეგმა განვახორციელოთ, მაგრამ
ეს ვადა
უნდა გამოვიყენოთ
პროფესურასა და
სტუდენტობასთან ერთად
იმისათვის, რომ
საფუძველი დავუდოთ
სისტემურ ცვლილებებს
უმაღლესი განათლების
კანონში და
შევქმნათ რეალური
ნიადაგი ამ
ცვლილებების საგანმანათლებლო სივრცეში
გასატარებლად. ცვლილებები უნდა
იყოს მიმართული
უნივერსიტეტის რეალური
ავტონომიურობის მოპოვებისაკენ. ჩვენი
უნივერსიტეტი უნდა
იყოს ტონის
მიმცემი საქართველოს
საგანმანათლებლო სივრცეში
დანარჩენი უნივერსიტეტებისათვის.
ბევრი
რამ არის
გასაკეთებელი, მაგალითად,
სტუდენტთა სტაჟირებისათვის სპეციალური
ფონდის ორგანიზება,
სტუდენტთა სახელობითი
და დარგობრივი
სტიპენდიების შემოღება
და დარგების
მიხედვით წახალისება,
ლაბორატორიების ადმინისტრაციული დაქვემდებარებიდან კათედფრების
დაქვემდებარებაში გადაყვანა,
ფაკულტეტების ფინანსური
დამოუკიდებლობა კანონის
შესაბამისად და
მისი ბიუჯეტის
დარგობრივი დიფერენციაცია (ექსპედიცია,
პრაქტიკები, ხელსაწყოები,
პრეპარატები და
სხვა, საკონკურსო
კრიტერიუმების ერთიან
საუნივერსიტეტო ჩარჩოში
მოქცევა, კონკურსების
ერთიანი კრიტერიუმების შემუშავება,
საგამომცემლო საქმიანობის
ხელშეწყობა, ჟურნალების
რეფერირებისა და
გავრცელებისათვის სპეციალური
აქტივობა, დოქტორანტურის საათობრივ
დატვირთვაში მოქცევა
და სხვა.
უმოკლეს
ვადაში განსახორციელებელ ცვლილებათა
შორის კი
იქნება ის
ცვლილებები, რომლებიც
შეიძლება დარეგულირდეს
თსუ წესდების
ფარგლებში; კერძოდ:
1.
შეიცვლება
თსუ წესდების
მე-7 მუხლის
მე-4 პუნქტი
და ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
აკადემიურ
საბჭოში თითოეული
ფაკულტეტიდან აირჩევა
4 წარმომადგენელი. არჩეულად
ითვლება კენჭისყრის
მიხედვით 4 საუკეთესო
შედეგის მქონე
კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება
კენჭისყრის მიხედვით
I საუკეთესო
შედეგის მქონე
კანდიდატი.
2.
თსუ
წესდების მე-7
მუხლის მე-4
პუნქტის ცვლილების შესაბამისად,
დარეგულირდება მე-10
მუხლის მე-3
პუნქტი, რის
საფუძველზეც განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს
(სენატის) წევრთა
რაოდენობა.
3.
წარმომადგენლობით საბჭოში
დამატებულ და
არსებულ ვაკანტურ
ადგილებზე არჩევნები
გამოცხადდება წესდებაში ცვლილების
შეტანისთანავე.
საბჭოების
ქმედითუნარიანობის გასაზრდელად
საჭიროდ მიმაჩნია:
4.
თსუ
წესდების 1-ლი
პუნქტის თ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგნაირად:
(აკადემიური საბჭო) მონაწილეობს
უნივერსიტეტის წესდების,
სტრუქტურული ერთეულების
დებულებების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური
ანგარიშის განხილვაში, ბიუჯეტის
სამსაფეხურიან განხილვაში
(1. პრინციპები, 2. მუხლობრივი, 3. რედაქციული);
ასევე:
თსუ
წესედების მე-11
მუხლის 1-ლი
პუნქტის კ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს ამგვარად: (სენატი) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით
აკადემიური საბჭოს
მონაწილეობით განიხილავს
უნივერსიტეტის ბიუჯეტის
პროექტს სამ
საფეხურად: 1. პრინციპები, 2. მუხლობრივი, 3. რედაქციული.
5.
თსუ
წესდების მე-9
მუხლს დაემატოს მე-8
პუნქტი: აკადემიური
საბჭოს წევრი
ვალდებულია ანგარიშით
წარდგეს წელიწადში
ერთხელ შესაბამისი
ფაკულტეტის / სამეცნიერო
ერთეულის წინაშე;
ასევე:
თსუ
წესდების მე-13
მუხლს დაემატოს
26-ე მუხლი:
წარმომადგენლობითი საბჭოს
წევრი ვალდებულია
ანგარიშით წარდგეს
შესაბამისი ფაკულტეტის / სამეცნიერო
ერთეულის წინაშე წელიწადში
ერთხელ.
6.
თსუ
წესების მე-13
მუხლის მე-12
პუნქტის თანახმად,
სენატმა შექმნას
იურიდიული და
საფინანსო კომისიები,
რომელთაც დაეკისრებათ
შემოსული დოკუმენტაციის ექსპერტიზა
და ზედამხედველობა ადმინისტრაციის საქმიანობაზე;
ასევე:
მე-13 მუხლის
მე-12 პუნქტის
თანახმად, სენატში
უკვე შეთანხმებულია კომისიის
შექმნა, რომელიც
შეიმუშავებს წესდებაში
შესატან ცვლილებებსა
და რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებებისათვის. მიზანშეწონილად მივიჩნევ,
საქართველოს უმაღლესი
განათლების კანონში
შევიდეს არსებითი
ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები.
პროფესორთა
ჩართულობით, დავაარსებთ
უნივერსიტეტის განვითარების
ფონდს. დავიწყებთ
უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
გაუმჯობესებას, ბიუჯეტის
გაზრდისათვის რეალურ
ქმედებებს, პროფესორთა
და სხვა
თანამშრომელთა ხელფასის
გაზრდას არსებული
საბიუჯეტო შესაძლებლობებით და
სხვა კანონიერი
გზით მოპოვებული
ფულადი რესურსებით.
რაც
შეეხება გრძელვადიან
ღონისძიებებს, რომელთაც
საფუძველი უნდა
დაუდოს რექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა პროფესურასთან ერთად
და მოამზადოს
რექტორის არჩევნები
საკანონმდებლო ცვლილებებისა
და გამჭვირვალე,
პლურალიზმის პირობებით.
პროფესორთა ფართო
ჩართულობით დავაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივას
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
სამინისტროს წინაშე
ქვემოთ აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების
მომზადების თაობაზე.
გარდა ამისა,
მივმართავთ შესაბამის
უწყებას აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების
დაჩქარებული განხილვის
საკითხი დარეგულირდეს
საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 160-ე მუხლის
მე-2 პუნქტის
შესაბამისად, დაჩქარებული განხილვის
წესის მიხედვით.
ეთხოვოს კანონპროექტის ინიციატორს
- განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
- წარადგინოს საკანონმდებლო ორგანოს
წინაშე კანონპროექტის ინიციატორის
მოტივირებული წინადადება
დაჩქარებული წესით
განხილვის თაობაზე
და შექმნას სამართლებრივი საფუძველი
პარლამენტში საკითხის
განსახილველად (წამყვანი კომიტეტის
დასკვნა, საგანმანათლებლო სივრცის
წარმომადგენელთა ჩართულობა
წინასწარ განხილვასა
და შემუშავებაში,
კანონპროექტის შემუშავებაში
მონაწილე ორგანიზაციის
ან/და
ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ):
კერძოდ:
I.
საქართველოს
უმაღლესი განათლების
კანონში ცვლილებები
შევიდეს ამავე კანონის I თავის
1-ლი მუხლის შესაბამისად,
რომელიც განსაზღვრავს კანონის
მოქმედების სფეროს
და, კონკრეტულად,
რეორგანიზაციის საკითხსაც.
II.
შეიცვალოს
თსუ საორგანიზაციო-მმართველობის
ფორმა: საკანონმდებლო ცვლილების
ინიციატორმა - საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ
- უმაღლესი განათლების
კანონის მე-2
და მე-13
მუხლების საფუძველზე
დააყენოს საკითხი
თსუ საორგანიზაციო-მმართველობის
ფორმის შეცვლის
თაობაზე და
სსიპ-ი
გარდაიქმნას ა(ა)იპ-ად.
III.
უმაღლესი
განათლების კანონის
მე-2 მუხლის
ე) პუნქტს
დაემატოს ჩანაწერი
შემდეგი ფორმულირებით:
აკადემიური საბჭო
არის ა(ა)იპ-ის / სსიპ-ის უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო.
IV.
ამოქმედდეს
უმაღლესი განათლების
კანონის მე-2
მუხლის ჰ37 პუნქტი
რეგენტთა საბჭოს
შესახებ და
ამავე კანონის
მე-6 მუხლის
მიხედვით, საქართველოს
მთავრობის უფლებამოსილებით, უმაღლესი განათლების
სფეროში ამავე
მუხლის ე)
პუნქტში (ქმნის რეგენტთა
საბჭოსა და
ამტკიცებს მის
დებულებას) დაემატოს
ფრაზა რეგენტთა
საბჭოს შემადგენლობაში, მთავრობის
წარმომადგენლებთან ერთად,
საზოგადოების წარმომადგენლების შესვლის
თაობაზე. ასევე
შეიცვალოს 221 პუნქტი და
კანონს დაემატოს 2ა პუნქტი,
რომელშიც განისაზღვრება რეგენტთა
საბჭოს შემადგენლობა
(მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად
საზოგადო მოღვაწეების
რეგენტთა საბჭოში
შესვლის თაობაზე).
V.
ამოქმედდეს
უმაღლესი განათლების
კანონის მე-2
მუხლის ჰ38 პუნქტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების
ფონდის შექმნის
შესახებ (რომელსაც
სამართავად გადაეცემა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა
და ფინანსების
ნაწილი).
VI.
უმაღლესი
განათლების კანონის
მე-14 მუხლს
(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა)
დაემატოს მე-5
პუნქტი - ა(ა)იპ-ი არის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
შედგება შემდეგი
სტრუქტურული ერთეულებისაგან...
VII.
უმაღლესი
განათლების კანონის
მე-20 მუხლის
(აკადემიური საბჭოს
არჩევა) პუნქტ 1-ს
დაემატოს პუნქტი
1(ა) და ჩამოყალიბდეს ამგვარად:
ა(ა)იპ-ის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოა
აკადემიური საბჭო,
რომლის წევრებიც
ირჩევა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულების
აკადემიური პერსონალის
ყველა წევრისა
და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის
საბჭოს სტუდენტთა
წარმომადგენლების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო
ერთეულების (შემოერთებული
ინსტიტუტები) წარმომადგენლების მიერ
პირდაპირი, თავისუფალი
და თანასწორი
არჩევნების საფუძველზე,
ფარული კენჭისყრით.
VIII.
დაზუსტდეს
უმაღლესი განათლების
კანონის მე-20 მუხლის
მე-3 პუნქტი:
აკადემიური საბჭოს
წევრად აირჩევა
პროფესორი ან ასოცირებული
პროფესორი...
IX.
შეიცვალოს
უმაღლესი განათლების
კანონის
45-ე მუხლი სტუდენტური
თვითმმართველობის უფლებების
შესახებ და
მომზადდეს ახალი
პროექტი თვითმმართველობის რეორგანიზაციის შესახებ.
X.
დაკონკრეტდეს
უმაღლესი განათლების
კანონის
22-ე მუხლი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის)
არჩევის შესახებ.
პუნქტი 2ა ჩამოყალიბდეს
შემდეგნაიარად: ა(ა)იპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს
ირჩევს სამეცნიერო
ხარისხის მქონე
აკადემიური და სამეცნიერო
პერსონალი (შემოერთებული
ინსტიტუტებიდან).
XI.
მუხლი
რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის არჩევის
შესახებ 2ბ ჩამოყალიბდეს
ამგვარად - რექტორის
უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელს (რექტორის
სრული უფლებამოსილებით) ირჩევს
აკადემიური საბჭო.
XII.
ცვლილებები
შევიდეს უმაღლესი
განათლების კანონის 87-ე
მუხლის პუნქტებში
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის
ცვლილების შესაბამისად.
4)აპირებთ თუ არა,
კენჭი
იყაროთ
უნივერსიტეტის
რექტორის
თანამდებობაზე?
პროფესორის
ძირითადი მოვალეობაა
სასწავლო-სამეცნიერო
საქმიანობა და
არა მართვის
ორგანოებში ხანგრძლივი
ყოფნა. ეს
აზარალებს მეცნიერ-მკვლევარის დროსა
და კვლევის
აქტივობას. გამომდინარე
აქედან, ჩემი
მიზანი სულაც
არ არის
ხანგრძლივად ვიყო
მართვის სისტემაში.
ამიტომაც აღარ
ვმონაწილეობდი სენატის
მუშაობაში რვა
წლის მუშაობის
შემდეგ. სენატში
ჩემმა მოღვაწეობამ
მომცა კარგი
გამოცდილება უნივერსიტეტის მართვის
საკანონმდებლო რეგულაციების
შედგენაში. ვარ
2007 წლის თსუ წესდების
შემდგენი კომისიის
ერთ-ერთი
წევრი.
მივიღებ
თუ არა
რექტორის თანამდებობაზე კონკურსში
მონაწილეობას, დამოკიდებული
იქნება იმაზე,
არჩევის შემთხვევაში
და პროფესორთა
მხრიდან დიდი
ნდობის გამოცხადების
კვალდაკვალ, პროფესორებთან კონსტრუქციული მუშაობით
როგორ შევასრულებ
ჩემზე დაკისრებულ
მოვალეობას.
ვიქნები
თუ არა
არჩეული ამ
თანამდებობაზე, ამის
მიუხედავად, როგორც
რიგითი პროფესორი,
ვიღვაწებ უნივერსიტეტის სრული
ავტონომიურობისათვის ყველა
კანონიერი ფორმით,
ვიდრე თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თავისი არსით
სამოქალაქო ინსტიტუცია
არ განხორციელდება, ვიდრე
ივ. ჯავახიშვილის
იდეა უნივერსიტეტისა (რომელსაც
ფრთები შეაკვეცა
საბჭოთა რეჟიმმა
და რომელიც
საბჭოთა კავშირის
დანგრევიდან დღემდე
კვლავ მოსაპოვებელია) არ
განხორციელდება.
პროფესორი ცირა ბარამიძე |
დაიბადა 1962 წლის 16 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში.
1979 წელს, საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაღესტნურ ენათა მიმართულებით.
1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის კლასში.
1986-2002 წლებში მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად.
1990-2002 წლებში იყო კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი, 2002-2006 წლებში - ამავე კათედრის პროფესორი, 2006 წლიდან დღემდე არის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი.
2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების კვალდაკვალ, ორი კათედრის (კავკასიურ ენათა კათედრისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის) გაერთიანებით ინტერდისციპლინარული მიდგომის საფუძველზე დაარსა კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ც. ბარამიძის მიერ წარმოდგენილი კავკასიოლოგიის, როგორც სასწავლო-სამეცნიერო დარგის, განვითარების კონცეფცია, თანამედროვე მოთხოვნათა სტანდარტების შესაბამისად, ერთდროულად იყო ტრადიციულიცა და ინოვაციურიც. დაარსა ახალი მოდულები (აზერბაიჯანოლოგია, ოსოლოგია, არეალური ლინგვისტიკა)
სწავლების სამივე საფეხურისათვის აღადგინა რუსული სექტორი და შექმნა რუსულენოვანი პროგრამები შექმნა ოთხ ათეულზე მეტი ახალი საგანი დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული და რუსული სექტორებისათვის. ამგვარი მიდგომის მიზანი იყო, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ფართო პროფილის კავკასიოლოგის ჩამოყალიბება, რომელიც, ამავდროულად, იქნება კონკრეტული მოდულის მიხედვით, კავკასიოლოგიის ვიწრო სფეროს სპეციალისტიც. მიდგომა შეპირობებული იყო კავკასიის, როგორც მულტილინგვური და მულტიკულტურული სივრცის აღქმით. სასწავლო პროგრამის ამოქმედებისათვის შედგა არაერთი პრეზენტაცია ახალი პროგრამებისა, მაგალითად, ოსური მხარის მონაწილეობით თსუ-ში (2007), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (2007). ც. ბარამიძემ შექმნა კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა.
დააარსა კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი: 2007 წელს ჩატარდა I „კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“; 2010 წელს კი II - „კავკასიური ცივილიზაცია - ისტორია და თანამედროვეობა“. 2013 წლის ოქტომბერში - III კონგრესი (მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში).
2012 წელს თსუ რექტორის მიმართვის საფუძველზე კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა რეგიონის ქვეყნების (თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ერთობლივი ორგანიზებით საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“.
2008 წელს მიწვეული იყო ესპანეთში ადამიანის უფლებათა დაცვის III კონგრესზე, სადაც, პირველმა პოსტსაბჭოთა სივრციდან, დასვა საკითხი ჩრდილო კავკასიის ენობრივი უფლებების დაცვის თაობაზე რუსეთის ფედერაციის ენობრივი სიტუაციის მექანიზმის მეცნიერულად არგუმენტირებული მხილებით.
ინტენსიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში სხვადასხვა ქვეყანაში.
არის რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული რამდენიმე გრანტის ხელმძღვანელი. არის 5 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ც. ბარამიძემ 2009 წელს დააარსა სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“. გამოიცა 5 ნომერი.
ც. ბარამიძე არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მათ შორის - 4 წიგნისა (სამი მონოგრაფიაა).
ც. ბარამიძე იყო თსუ ორი მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 2007 წელს კი თსუ წესდების შემდგენი კომისიის წევრი.
ც. ბარამიძე არის ლიდერი, პრინციპული, სამართლიანი, მეცნიერების კარგი ორგანიზატორი, ნოვატორი, კოლეგიალური, აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, გამობრძმედილი სასწავლო პროცესის მართვაში, კოლეგებსა და სტუდენტებში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, აქვს ადმინისტრირების უნარი და კარგად იცნობს უნივერსიტეტის მართვის პრობლემებს, ზრუნავს სწავლებისა და კვლევის ხარისხზე, ხელს უწყობს ევროპულ სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას, არა აქვს პოლიტიკური ავტობიოგრაფია.